• Georgian Version
  • English Version
  • Russian Version

,,დედების კლუბი’’ არის პირველი მასშტაბური პროექტი დედებისათვის საქართველოში, რომელსაც კომპანია ,,ავერსი’’ გარკვეულ წილად საქველმოქმედო მისიის ფარგლებში ახორციელებს.

,,ავერსის’’ მისიაა გაუადვილოს ადამიანებს საკუთარ და სხვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

პროექტი ,,დედების კლუბიც’’ სწორედ ამ მიზანს ემსახურება - გაუადვილოს ქალბატონებს მის და მისი შვილების ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვა.

,,დედების კლუბი’’ ქალბატონების ამ მნიშვნელოვან სეგმენტს განსაკუთრებულ პირობებს უქმნის მრავალი მიმართულებით, როგორც სამედიცინო, ასევე სილამაზის, თავის მოვლის თუ შოპინგის განხრით.

,,დედების კლუბში’’ გაწევრიანებისათვის აუცილებელია, რომ იყოთ დედა და უნდა წარადგინოთ თქვენი პირადობის მოწმობა (ან ასლი).

მხოლოდ ,,დედის ბარათის’’ მფლობელებს ეძლევათ საშუალება მიიღონ დამატებითი ფასდაკლება ,,ავერსის’’ სააფთიაქო ქსელში, რომელიც იქნება ყოველთვის ნებისმიერ ფასზე დაბალი.

ბარათის გახსნის დღიდან  გაკეთებულ ნებისმიერ შენაძენზე ბარათზე გიგროვდებათ თანხა, რის მიხედვითაც განისაზღვრება მიმდინარე, დამატებითი ფასდაკლება, ხოლო მომდევნო წელს დამატებითი ფასდაკლების პროცენტს განაპირობებს ბოლო 12 თვის მანძილზე დაგროვილი თანხის ოდენობა. შესაბამისად, ფასდაკლების პროცენტი ცვალებადია და დამოკიდებულია თქვენი შენაძენების სიდიდესა და სტაბილურობაზე.

  

დამატებითი ფასდაკლების გამოთვლა პარაფარმაციაზე

დახარჯული თანხა

ფასდაკლების %

0.1 - 9.99 ლარი

0.50%

10 - 99.99 ლარი

1%

100 – 499 ლარი

2%

500 – 799 ლარი

3%

800 – 999 ლარი

4%

1000 და მეტი ლარი  

5%

 


,,დედის ბარათის ‘’ მფლობელები ასევე ისარგებლებენ სხვადასხვა ტიპის შეღავათებით ,,ავერსი’’ ჯგუფის კომპანიებში:

  • თერაპევტის უფასო კონსულტაცია და 30% ფასდაკლება გინეკოლოგის კონსულტაციაზე ,,ავერსის’’ კლინიკის შემდეგ ფილიალებში: 
  • ავერსის კლინიკის ისნის ფილიალი - მის: ნავთლუღის ქ. N  11/13;
  • ავერსის კლინიკის ბოგდარ ხმელნიცკის ფილიალი - მის: ბ.ხმელნიცკის ქ. N  153ა;
  • ავერსის კლინიკის რუსთავის ფილიალი - მის: მესხიშვილის ქ. N 3ა;
  • ავერსის კლინიკის მარნეულის ფილიალები - მის: 26 მაისის ქუჩა / სულხან-საბას ქ. N 58;
  • ავერსის კლინიკის გორის ფილიალი - მის: სამეფოს ქ. N 78;
  • 40%–მდე ფასდაკლება "ავერსის კლინიკი"–ის ისნის ფილიალის კოსმეტოლოგიურ კაბინეტში;
  • 30%-იანი ფასდაკლება ლაზერულ ეპილაციაზე "ავერსის კლინიკი"–ის ბოგდარ ხმელნიცკის ფილიალში;
  • სპეციალისტების უფასო კონსულტაცია და 15%–იანი ფასდაკლება ნებისმიერ მომსახურებაზე  "ავერსის კლინიკი"–ის აღდგენითი თერაპიის ცენტრში.

მისამართი: ალ.ყაზბეგის N 16 (ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია);

  • ყოველ სამშაბათს, თერაპევტის და პედიატრის უფასო კონსულტაცია ,,აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში'' . მის: ალ. ყაზბეგის 16;
  • თერაპევტის უფასო კონსულტაცია და 30% ფასდაკლება გინეკოლოგის კონსულტაციაზე  ჰოსპიტალურ ქსელში ,,მედალფა’’:
    • . თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N 16;
    • ქ. ოზურგეთი, ნინოშვილის ქ. N 3;
    • ქ. ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ.N 136;
    • დ. ჩოხატაური, თბილისის ქ. N 10;
    • ქ. კასპი, სააკაძის ქ. N 27ბ;

 

  • თერაპევტის და გინეკოლოგის უფასო კონსულტაცია სამშობიარო სახლში ,,ახალი სიცოცხლე’’

მისამართი: ლუბლიანას ქ. 21ა

  • ორსულთათვის ,,მშობელთა სკოლის’’ უფასო გაკვეთილების ,,სამშობიარო სახლში ,,ახალი სიცოცხლე’’;
  • გინეკოლოგის უფასო კონსულტაცია ქირურგიის ეროვნულ ცენტრში;

მის: ქ.თბილისი, დიღომი, ჩაჩავას ქ. N5

  • გინეკოლოგის უფასო კონსულტაცია  ამბულატორიული დაწესებულებების ქსელში ,,მედკაპიტალი’’

მისამართები:

  • ილია ვეკუას ქ. N 18ა;
  • გამრეკელის ქ. N 19;
  • აკაკი წერეთელის ქ. N  138;
  • მოსკოვის პროსპექტი, მე–4 კვრტ. მე–3 კორპ.
  • 10%  ფასდაკლება  სადაზღვევო კომპანია ,,ალფას’’ ნებისმიერ პროდუქტზე.

შენიშვნა: დედის ბარათის მფლობელს უფასო კონსულტაციის მიღება შეუძლია 1 თვის განმავლობაში თუ ამ პერიოდის მანძილზე ავერსის სააფთიაქო ქსელში დახარჯული აქვს მინიმუმ 30 ლარი. შესაბამისად, ყოველი 30 ლარი = 1 უფასო ვიზიტს მიმდინარე თვის განმავლობაში ზემოთ ჩამოთვლილ ნებისმიერ კლინიკაში.

 

,,დედის ბარათის’’ მფლობელები ისარგებლებენ განსაკუთრებული პირობებით ,,ავერსის’’ პარტნიორ კომპანიებში: ტექნიკის მაღაზიათა ქსელი, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი, საათებისა და სამკაულების მაღაზიათა ქსელი, სათვალეების მაღაზიათა ქსელი, სილამაზის სალონების ქსელი, სათამაშოების მაღაზიათა ქსელი, საბავშვო ავეჯის მაღაზია, ბავშვთა და გასართობი ცენტრები, კაფეები, ტურისტული კომპანიები და ა.შ.

პარტნიორი კომპანიების სრული ჩამონათვალი გთხოვთ იხილოთ ლინკზე: პარტნიორები.

,,დედის ბარათის’’ გამოყენების პირობები:

  • თქვენს მიერ გადახდილი თანხის ბარათზე ასახვა მოხდება ტრანზაქციის დასრულებისთანავე;
  • ავერსის პარტნიორ და შვილობილ კომპანიებში ,,დედის ბარათის’’ წარდგენისას მიიღებთ მომსახურების განსაკუთრებულ პირობებს, რასაც პარტნიორი კომპანიები თავად განსაზღვრავენ. პარტნიორ კომპანიებში დახარჯული თანხა ,,დედის ბარათზე’’ არ გროვდება. 
  • ავერსის პარტნიორ ორგანიზაციებში სხვადასხვა აქციებისა და სეზონური ფასდაკლებების მიმდინარეობისას ,,დედის ბარათით’’ არ მოქმედებს დამატებითი ფასდაკლება.

 

ავერსის’’  სააფთიაქო ქსელში სააქციო პროდუქციის შესყიდვისას, რომელზეც მითითებულია  სპეციალური, სააქციო ფასი, ,,დედის ბარათით’’ არ ხდება დამატებითი ფასდაკლება, თუმცა თქვენს მიერ გადახდილი თანხა გროვდება ბარათზე; ასევე, დამატებითი ფასდაკლება არ კეთდება : 5 ლარამდეშენაძენისგაკეთებისას,   300 ლარზემეტიღირებულებისმედიკამენტის (არეხებაპარაფარმაციას) ან  თუკიმედიკამენტისერთეულისღირებულებააღემატება 300 ლარს,  თუმცა ნებისმიერი შემთხვევაში, თქვენს მიერ გადახდილი თანხა გროვდება ბარათზე;

 

ბარათის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში გთხოვთ განაცხადოთ აფთიაქში, სადაც პირადობის მოწმობის საფუძველზე მოხდება ძველი ბარათის მონაცემების პორტირება ახალ ბარათზე, მისი გაუქმება და ახლით ჩანაცვლება.

,,დედის ბარათის ‘’ მომხმარებელი ეთანხმებით ფაქტს, რომ კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეცვალოს ბარათის მოხმარების წესები, რის შესახებაც ინფორმაცია წინასწარ (ცვლილებამდე 5 დღით ადრე) მოგეწოდებათ დედების კლუბის საიტის ან სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით.

კომპანია უფლებამოსილია ცალმხრივად გააუქმოს ბარათი, რომელზეც 1 წლის განმავლობაში არ ფიქსირდება ტრანზაქცია.