ცხოვრებისეული რჩევები დედებს
მშობელი! ამ სიტყვის მნიშვნელობა უცხო იყო ჩემთვის, სანამ მე თვითონ არ გავხდი დედა. ჩემი გოგონა 16 ივნის დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ რომ ზაფხული იდგა და თბილოდა, შეფუთნილი დამყავდა – მეშინოდა, არ გაციებულიყო. ეს არ არის კარგი, რადგან ზომაზე მეტად შეფუთნილი პატარა, პირიქით, უფრო შეიძლება გაცივდეს. აუცილებელია, მხოლოდ ხელები და ფეხები ჰქონდეს თბილად. ამისთვის შეგვიძლია ჩავაცვათ თხელი წინდები და ხელთათმანები.
პირველი სირთულეები იწყება მაშინ, როცა ჩვენი პატარა უმიზეზოდ იწყებს ტირილს და ვერ ვაწყნარებთ. პირველ რიგში, უნდა გავუზომოთ ტემპერატურა, შემდეგ მუცელზე დავაწვინოთ – თუ ესიამოვნა და მიყუჩდა, ესე იგი მუცელი აწუხებს; ან ყურზე მივადოთ ხელი – თუ ტირილს უმატა, ესე იგი ყური აწუხებს. ყურადღება მიაქციეთ კვების პროცესს: თუ ბავშვს წოვის დროს რძე გადასცდა, შესაძლოა, ამან ყურის ტკივილი გამოიწვიოს. როცა პატარა ჭამას მორჩება, ის მკერდზე უნდა მივიწვინოთ, რომ ამოაბოყინოს და საკვები მოინელოს. მოუნელებელი საკვები იწვევს მუცლის ტკივილს.
ზამთარი ვირუსული ინფექციების სეზონია. ამ დროს პატარები სახლში გვყავს ჩაკეტილი, ბაღშიც არ ვუშვებთ – ჩვენი აზრით, ამით ვირუსისგან ვიცავთ. პირიქით, ბავშვი უნდა მიეჩვიოს ხალხთან კონტაქტს, რომ იმუნიტეტი გაუძლიერდეს და მომავალში ვირუსები თვითონ ბავშვის ორგანიზმმა დაძლიოს. ჩემი გოგონა შარშან ხშირად ცივდებოდა და ბაღშიც არ ვუშვებდი, უამრავ წამალს ვასმევდი. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ჯობს ვაცადოთ ბავშვის ორგანიზმს ვირუსთან ბრძოლა და გაკაჟება. ჩემი პატარა წელს უფრო ადვილად ებრძვის ვირუსებს. როგორც კი გამიცივდა, მაშინვე მოვუმზადე ცხელი აბაზანა და დავაწყებინე სითხეების სმა. მისი გაციება დიდხანს არ გაგრძელებულა.
ზაფხულის სეზონი ყველას გვიყვარს. ამ ზაფხულს ბათუმში ვისვენებდით. პატარებს სხეულზე გამოაყარათ და ქავილი დააწყებინათ. ამან ძალიან შემაშინა. მაგრამ უფროსების რჩევას ვენდე და 2-3 დღე დაველოდე. ამ ხნის განმავლობაში სახლში მარილიან აბაზანას ვუკეთებდი და გამონაყარიც გაქრათ.
რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვები ექიმთან არ ვატაროთ – ექიმთან პროფილაქტიკის მიზნით სიარული აუცილებელია, რათა ვაკონტროლოთ სიმღლეში ზრდა, წონის მატება და ასე შემდეგ, ზოგჯერ კი უამრავი წამლის მიგებას ჯობია უპროსებსაც დაუგდოტ ყური და დავაცადოთ ბავშვის ორგანიზმს ამა თუ იმ მსუბუქ დავადებასთან ბრძოლა.