• Georgian Version
  • English Version
  • Russian Version
წრუპ–წრუპ ჩხირი – სიახლე პატარებისათვის

წრუპ–წრუპ ჩხირი – სიახლე პატარებისათვის

ბავშვის ორგანიზმის ნორმალური ზრდა–განვითარება აქტუალური თემაა პედიატრებისა და მშობლებისათვის. მათი ინტენსიური კომუნიკაციის შედეგად პატარები სწორად და ჯანსაღად ვითარდებიან. მშობლებისათვის ყოველთვის საინტერესოა სიახლეები პედიატრული მიმართულებით. სრულფასოვანი კვება, ფიზიკური აქტივობა და თამაში ბავშვის ნორმალური ზრდა–განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტებია. მინდა შევჩერდეთ სრულფასოვან კვებაზე, რაც ორგანიზმს უზრუნველყოფს წყლით, ძირითადი საკვები ნივთიერებებით – ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინებითა და მინერალებით. ეს ორი უკანასკნელი განსაკუთრებით საყურადღებოა, ვინაიდან, გაუარესებული ეკოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საკვებში მათი რაოდენობა შემცირებულია, ასევე გაძნელებულია მათი შეთვისება ორგანიზმის მიერ, რაც განაპირობებს ამ კომპონენტების დამატებითი მიღების აუცილებლობას. ამ ფაქტორიდან გამომდინარე,  ფარმაცევტულ ბაზარზე ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსის ფართო ასორტიმენტია, მშობლებისათვის კი რთულია არჩევანის გაკეთება. წამყვანი ლაბორატორიები მუდმივად ცდილობენ საბავშვო ვიტამინების ისეთი ფორმის შექმნას, რომ ბავშვებისათვის სახალისო და იოლი იყოს მისი მიღება. ამ თვალსაზრისით ბოლო სიახლეა ბაზარზე  ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსის ორიგინალური და უსაფრთხო ფორმის – წრუპ–წრუპ ჩხირის გამოჩენა. ჩხირის შიგთავსი ვიტამინებისა და მინერალების გრანულებს წარმოადგენს. მისი საშუალებით ჭიქიდან წყლის ამოწრუპვისას ორგანიზმი სითხესაც ღებულობს, რაც ასევე მნიშვნელოვანია ბავშვის ორგანიზმისათვის.

ავერსმა იზრუნა ქართველი პატარებისათვის და ბაზარზე შემოიტანა ევროპული წარმოების  წრუპ–წრუპ ჩხირის ორი ფორმა: ვიტასიპი მულტივიტამინებით ფორთოხლის ან ტყის კენკრის არომატით და ვიტასიპი კალციუმით+ვიტამინი დ3 ჟოლოს არომატით.

მულტივიტამინებით ვიტასიპის ერთ საწრუპ ჩხირში 11 ვიტამინის და 3 მინერალის დღიური დოზის შემცველი გრანულებია, შესაბამისად, დღეში ერთი საწრუპი ჩხირით 200მლ წყლის ამოწრუპვა  მათზე ორგანიზმის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას შეესაბამება.

ვიტასიპი მულტივიტამინით

1 საწრუპი ჩხირი

რდდ %

vit. A  (რეტინოლი)

800 µg

100%

vit. B2 (რიბოფლავინი)

1.4 mg

100%

vit. B3 (ნიაცინი)

16 mg

100%

vit. B5 (პანთოტენის მჟავა)

6.0 mg

100%

vit. B6 (პირიდოქსინი)

1.4 mg

100%

vit. B9 (ფოლიუმის მჟავა)

200 µg

100%

vit. B12 (ციანკობალამინი)

2.5 µg

100%

vit. B7 (ბიოტინი)

50 µg

100%

vit. C

80 mg

100%

vit. D

5.0 µg

100%

vit. E

12 mg

100%

Zn

10 mg

100%

I

150 µg

100%

Ca

120 mg

15%

*რდდ – რეკომენდებული დღიური დოზა

 

ვიტასიპი კალციუმი+ვიტამინი დ3 ჟოლოს არომატის რეკომენდებული დოზა კი დღეში 2 საწრუპი ჩხირია:

ვიტასიპი კალციუმით+ვიტ.დ3

1 საწრუპი ჩხირი

რდდ %

კალციუმი

240 mg 

30%

vit. D

2.5 µg

50%

*რდდ – რეკომენდებული დღიური დოზა

 

წრუპ–წრუპ ჩხირის უპირატესობებია:

– სახალისო ფორმა – პატარები სიამოვნებით წრუპავენ სასიამოვნო არომატის სითხეს,

– უსაფრთხოება – საწრუპ ჩხირში განთავსებული გრანულები პირის ღრუში მხოლოდ წყალში გახსნილ მდგომარეობაში ხვდება, შესაბამისად,  გამორიცხულია მათი მოხვედრა სასუნთქ გზებში

– სიჯანსაღე – საწრუპი ჩხირის შიგთავსი არ შეიცავს შაქარს, გლუტეინსა და ლაქტოზას. მისაღებია ვეგეტარიანელებისათვის.

დედების კლუბის ბარათის მფლობელებს განსაკუთრებული შეთავაზება აქვთ წრუპ–წრუპ ჩხირებზე: ავერსის ქსელის აფთიაქებში კვირის ნებისმიერ დღეს  ერთი საწრუპი ჩხირის შეძენა 95 თეთრად შეგიძლიათ.

ვფიქრობთ, ქართველი პატარებიც ისევე შეიყვარებენ ვიტამინების ამ ფორმას, როგორც მათი ევროპელი თანატოლები.