• Georgian Version
  • English Version
  • Russian Version

ქუთაისელი დედების თხოვნით, 3 ნოემბერს „ავერსის“ დედების კლუბი ქუთაისს ეწვია. სასტუმრო „ბაგრატში“ ქუთაისელ დედებს „ავერსის კლინიკის“ პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ ობგაიძე შეხვდა. საუბრის თემა იყო "სანამ ექიმი მოვა – როგორ ვმართოთ ბავშვთა ყველაზე გავრცელებული პრობლემები". ქალბატონმა თამარმა ილაპარაკა იმაზე, როგორ უნდა მოვიქცეთ ექიმის მოსვლამდე სასუნთქი გზების მწვავე ინფექციის, დიარეის, ცხელების და მსგავსი პრობლემების შემთხვევაში, როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები, მივცეთ თუ არა ანტიბიოტიკები ბავშვებს თვითნებურად, ასევე განმარტა ვაქცინაციის მნიშნელობა და ასწავლა დედებს მისი გვერდითი რეაქციების მართვა.

შეხვედრის არაოფიციალური ნაწილი კი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა ყავისა და ტკბილეულის თანხლებით.

ღონისძიებაზე მოსულ ქალბატონებს საშუალება მიეცათ, იქვე სრულიად უფასოდ ჩაეტარებინათ ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების განმსაზღვრელი სკანირება.

ღონისძიების ორგანიზატორთა თქმით, ასეთი შეხვედრები რეგულარულად ჩატარდება თბილისშიც, ხოლო პერიოდულად „ავერსის კლინიკის“ ექიმები დედების კლუბის ეგიდით რეგიონებსაც ეწვევიან ხოლმე.

ფოტო გალერეა