გაატარე დაუვიწყარი ორი დღე შვილებთან ერთად ბორჯომის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში და დაესწარი ,,დედების კლუბის’’ წინასაახალწლო, საიუბილეო ღონისძიებას.
ამისათვის, კი გადაიღეთ ფოტო თქვენს პატარებთან ერთად, დააგროვეთ ლაიქების ყველაზე მეტი რაოდენობა და შეხვდით ახალ წელს სიურპრიზებით.
კონკურსის პირობები:
- აუცილებელია გქონდეთ ავერსის დედების კლუბის ბარათი;
- პატარას ასაკი უნდა იყოს 2-12 წლამდე;
- ფოტოები უნდა გამოაგზავნოთ 15 დეკემბრის 00:00 საათამდე;
- ფოტოები აიტვირთება 16 დეკემბერს 12:00 საათზე, ხოლო ლაიქების დაგროვება შესაძლებელი იქნება 20 დეკემბერს საღამოს 19:00 საათამდე.
- 21 დეკემბერს გამოვლინდებიან გამარჯვებულები.
მნიშვნელოვანი შენიშვნა: კონკურსს ეყოლება არა ერთი, არამედ 10 გამარჯვებული დედა, ხოლო მთავარი პრიზი – პირველ ადგილზე გასული დედა-შვილი საჩუქრად მიიღებს ფოტოსესიას. ამ ფოტოებს კი ავერსი მთელი წლის მანძილზე გამოიყენებს დედების კლუბის საიმიჯო პოსტებისთვის.
p.s. მეტი ობიექტურობისათვის, კონკურსში მონაწილეობას არ ღებულობენ კომპანია ,,ავერსის’’ თანამშრომლები.
გასვლა: 22 დეკემბერს, დილის 10:00–ზე
სასტუმროში შესვლის დღე : 22 დეკემბერი, 14:00
გამოსვლა : 23 დეკემბერი, 12:00
გამარჯვებულებისათვის გათვალისწინებულია 2 ადგილიანი ნომერი (დედა და 2 შვილი (2–დან 12 წლამდე).
სასტუმროში გამარჯვებულები გაემგზავრებიან ავერსის მიერ ორგანიზებული ტრანსპორტით, ავერსის წარმომადგენლებთან ერთად. იქ კი მათ დახვდებათ სასტუმროს სრული მომსახურება.
საღამოს, ,,დედების კლუბის’’ იუბილესთან დაკავშირებით, გაიმართება გალა ვახშამი. ბავშვებს მოემსახურებიან ანიმატორები.